Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან მამალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვაბღა, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი. სწავლის პარალელურად, 1958-1960 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის სატყეო მეურნეობაში მუშად, ტყის მცველად, მეტყევე-ტექნიკოსად. 1966-1967 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოში ჯერ რიგით, შემდეგ უფროს ტაქსატორად. 1967-1969 წლებში იყო ამიერკავკასიის ტყის ჯიშთა თესლების საკონტროლო სადგურში უფროსი ინჟინერი. 1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის შრომის მეცნიერული ორგანიზაციის ცენტრში ინჟინრად. 1974 წლის დეკემბრიდან 1977 წლის იანვრამდე მუშაობდა საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს უფროს ინჟინერ-რევიზორად. 1977 წლიდან ტყის კულტურების აღდგენის სამმართველოს უფროს ინჟინერად, 1980 წლიდან იყო ტყის დაცვის სამმართველოში უფროსი ინჟინერი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, 1997 წლიდან სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი, ამავე დეპარტამენტის კოლეგიის წევრი. რომან მამალაძეს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. იგი იყო საქართველოს სატყეო მეურნეობის აღორძინებისა და განვითარების 1997-2007 წლების სახელმწიფო პროგრამის თანაავტორი. მისი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა და გამოიცა სხვადასხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც სატყეო ურთიერთობებს არეგულირებენ. მეტყევე. წყარო: რომან მამალაძე : საქართველოს დამსახურებული მეტყევე, ღირსეული მამულიშვილი და მოქალაქე / ჯონი გეფერიძე, გურამ ორჯონიკიძე, ტრისტან ჩერქეზიშვილი, ამირან ტაბატაძე, რევაზ ობოლაძე // სატყეო მოამბე : საერთაშორისო რეფერირებული სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი.-თბილისი, 2011.-აგვისტო.-N 4.-გვ.143-144 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |