The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რატი ბურდიაშვილი

რატი ბურდიაშვილი
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1971  (54 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის კვალიფიკაციით ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1993 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2009 წელს.

1992-1995წწ. სს "საქართველოს ექსიმბანკი", კლიენტთა მომსახურების დირექცია, აღრიცხვაანგარიშგების დირექცია, სპეციალისტი, დირექციის დირექტორის მოადგილე, დირექციის დირექტორი; 1995-1998წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", საოპერაციო დეპარტამენტი, თბილისის რეგიონული ფილიალი, მთავარი ბუღალტერი; 1998-2001წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", გენერალური დირექტორის აპარატი, მრჩეველი აღრიცხვა-ანგარიშგების დარგში; 1999-2012წწ. საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისია, წევრი; 1999 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მოწვეული სპეციალისტი, ასისტენტი, ასისტენტპროფესორი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი; 2002-2003წწ. საქართველოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია სტრუქტურული, ფინანსურ ინსტიტუტების საგადასახადო აუდიტის განყოფილება, ექსპერტი; 2021 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2021-2025წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, უფროსი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2009), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: