შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კალატოზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ერეთისკარის სკოლაში მასწავლებლად. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ გაიარა საკვალიფიკაციო კურსები და თადარიგის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. 1974-1976 წლებში მუშაობდა ცენტრალურ არქივში უფროს მეცნიერ-მუშაკად, შემდეგ იყო გაერთიანებას "საქკინოვიდეოს" უფროსი ინსპექტორი, 16 წელი აქტიურად მონაწილეობდა ქართველ კინემატოგრაფისტთა საქმიანობაში. ხშირად აქვეყნებდა პრესაში სტატიებს ამ სფეროს პრობლემებზე. დაწერილი ჰქონდა 100 ლექსი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ჩაეწერა დივიზია "თბილისელის" ოფიცრად, იბრძოდა აფხაზეთში. დაიღუპა 1992 წლის 7 დეკემბერს სოფელ კოჩარაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.217
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |