Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ კაჭკაჭიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არალი, ადიგენის რაიონი. 1981 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. მე-4 კურსის სტუდენტი თავისი სურვილით წავიდა გულრიფშის რაიონის სოფელ გენწვისში საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად. უნივერსიტეტის სრული კურსის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა რაიონში და მუშაობა დაიწყო ლელოვანის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. 1992 წლიდან მუშაობდა ახალციხის სამხედრო ნაწილში კავშირგაბმულობის ბატალიონის ასმეთაურად. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 2 ივლისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან ბრძოლაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.224
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |