შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან კვაშილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცაგერა, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს. მუშაობდა ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოში. 1992 წლის 19 ოქტომბერს თბილისის მერიასთან შეიქმნა დივიზია "თბილისელი", ამირან კვაშილავა შტაბის უფროსად დაინიშნა, მერე ბატალიონის მეთაურად. იმავე წლის 4 დეკემბერს ბატალიონი ოჩამჩირის რეგიონში წავიდა საბრძოლველად – ლაბრა, ცხენისწყალი, ილორი, ტამიში, ცაგერა. დაიღუპა 1993 წლის 4 მაისს. სოფელ ცაგერაში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.229-230 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |