The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტრისტან კვიციანი

ტრისტან კვიციანი
დაბადების თარიღი:1952
გარდაცვ. თარიღი:1993  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლათა, გულრიფშის რაიონი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. ოთხი წელი მსახურობდა საზღვაო-სადაზვერვო შენაერთში, დაბრუნდა უმცროსი ლეიტენანტის წოდებით. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, პარალელურად მუშაობდა ლათის საშუალო სკოლის სამხედრო მომზადების მასწავლებლად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში. დაიღუპა 1993 წელს სოფელ კამანთან, ნაღმზე აფეთქდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.233


გააზიარე: