The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახაბერ კინწურაშვილი

კახაბერ კინწურაშვილი
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1966
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 1993  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ვარჯიშობდა აღმოსავლური ორთაბრძოლების ასოციაციის საწვრთნელ ჯგუფში. ერთი წლის შემდეგ მონაწილეობა მიიღო იუნიორთა რესპუბლიკურ პირველობაზე კარატეში და პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტის I კურსის დახურვის შემდეგ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1991 წელს პოლონეთში კახაბერ კინწურაშვილმა აიღო ჯიუჯიცუს აკადემიის სერთიფიკატი, იგი იყო კარატეს სწავლების ინსტრუქტორი. მიღებული ჰქონდა სიგელები, მადლობები და თასები. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის 31 აგვისტოს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში. იბრძოდა გაგრაში. დაიღუპა 1993 წლის 9 ივლისს ტამიშთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.244-245

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: