The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კირვალიძე

დავით კირვალიძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1968  (57 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სავალდებულო სამხედრო სამსახური უნგრეთში მოიხადა. დაბრუნების შემდეგ ჩაირიცხა ქ. სამარის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საამშენებლო ფაკულტეტზე, ამავე დროს სამარის "კრილია სოვეტოვის" გუნდის ფეხბურთელი იყო. 1992 წლის 10 ნოემბერს ნაძალადევის რაიონის სამხედრო კომისარიატის გაწვევით ჩაირიცხა გორის სატანკო ბატალიონში. 1992 წლის 27 დეკემბერს სოფელ მერკულაში ბრძოლის დროს თავისი ტანკით ნაღმზე აფეთქდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.245


გააზიარე: