The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან კოლოჩევი

ამირან კოლოჩევი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1948
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 1993  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

სახელმწიფო სახანძრო ინსპექციის უფროსი ინსპექტორი ამირან კოლოჩევი აქტიურად მონაწილეობდა სოფლების-გუმისთა, აჩადარა, შრომა, გუროვკა ბრძოლებში. იგი ოპერატიულობით, სიმამაცითა და გამჭრიახობით გამოირჩეოდა. კაპიტანი ამირან კოლოჩევი არაერთხელ იყო წახალისებული და დაჯილდოებული აფხაზეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელობის მიერ საპატიო სიგელებითა და მედლებით, ასევე სამკერდე ნიშნით "წარჩინებული მილიციელი". დაიღუპა 1993 წლის 5 იანვარს სოფელ აჩადარასთან საბრძოლო ოპერაციის დროს. პოლიციის კაპიტანი. სოხუმის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსი ინსპექტორი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.250-251

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: