The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცეზარ კოპალიანი

ცეზარ კოპალიანი
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1957  (68 წლის)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ არადუს სასაფლაო, ოჩამჩირის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არადუ, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სამთო ტექნიკუმის არქიტექტურის განყოფილება.

1975-1977 წლებში გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დაბრუნების შემდეგ მუშაობდა არადუს საშუალო  სკოლაში სამხედრო მომზადების მასწავლებლად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ცეზარ კოპალიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონში. იყო ოცმეთაური. დაიღუპა 1993 წლის 16 სექტემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.256


გააზიარე: