The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ბლიაძე

სოფიო ბლიაძე
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1975
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 2025  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი  ფინანსები და კრედიტის სპეციალობით 1997 წელს.

1994-1997წწ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანალიზის კათედრა, სტაჟიორ მასწავლებელი; 1994-2022წწ. პროფესიული სასწავლებელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია, მასწავლებელი; 1997-2002წწ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბორჯომის ფილალი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბორჯომის ფილიალი, მასწავლებელი; 2002-2003წწ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანალიზის კათედრა, დოცენტი, უფროსი მასწავლებელი; 2002 წელს ინგლისურენოვანი სკოლა, ინგლისურენოვანი სკოლა "ნინო", მასწავლებელი; 2002-2005წწ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბორჯომის ფილალი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, დეკანი; 2005-2007წწ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბორჯომის ფილიალი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბორჯომის ფილიალი, დირექტორი; 2006-2008წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ბუღალტრული აღრიცხვის კათედრა, ასისტენტ-პროფესორი; 2008-2017წწ. თბილისი სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი,  ასოცირებული პროფესორი; 2014-2015წწ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2014-2015წწ. კოლეჯი "ორიენტირი", მასწავლებელი; 2015-2020წწ. თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი,  ასოცირებული პროფესორი. 70 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge; საინფორმაციო პორტალი: interpressnews.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი
    ღირსეული სამსახურისთვის

გააზიარე: