შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ ტაბატაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩორჩანი, ადიგენის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1988 წელს; 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1988-1992წწ. - ადიგენის რაიონის სახალხო სასამართლოში სხდომის მდივანი; 1992-1993წწ. - ადიგენის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიულ საკითხთა სპეციალისტი; 1993-1994წწ. - ადიგენის რაიონის შს განყოფილებაში გამომძიებელი; 1994-1995წწ. - ახალციხის შს რაიგანყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილებაში გამომძიებელი; 1995-1999წწ. - საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიცია; 1999-2001წწ. - იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურების ცენტრში იურისტი; 2001-2007წწ. - ჭიათურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე; 2007-2012წწ. - მესტიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2012-2015წწ. - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2014 წლის ივლისიდან მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2015 წლის აგვისტოდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2023 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |