The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლილი ტყემალაძე

ლილი ტყემალაძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს.

1997–2000წწ. - სასწავლო ცენტრ შპს "გეოფონის" ჭიათურის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის პედაგოგი; 2000-2006წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურისტი; 2006 წელს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატის სამდივნოში კონსულტანტი; 2007 წლიდან - სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლობის მოსამართლე; 2009 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2009-2012წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2012-2017წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: