The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლეგ ალავიძე

ოლეგ ალავიძე
Date of birth:19 March, 1952  (73 years)
Category:Writer, Educator, Choreographer, Art historian, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საირმე, ცაგერის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ხელოვნების ისტორია და თეორიის სპეციალობით 1973 წელს; ქ. მოსკოვის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის მხატვრული აღზრდის ინსტიტუტის ასპირანტურა 1981 წელს.

1973-1975წწ. იყო საქართველოს განათლების სამინისტროს ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური მეთოდკაბინეტის მეთოდისტი; 1975-1981წწ. ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1983–2012წწ. საქართველოს მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის კათედრის დოცენტი, კათედრის  გამგე, დირექტორის მოადგილე; 1974-2000წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს  (შემდეგ ქ. თბილისის განათლების სამინისტროს, ბოლოს საქ. კულტურის სამინისტროს) საბავშვო სამხატვრო სკოლის (ამჟამად სასწავლებლის) პედაგოგი და მეცნიერ–კონსულტანტი; 2001-2007წწ. თბილისის კულტურის აკადემიის, შემდეგ კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის, ბოლოს შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი, კათედრის გამგე და ფაკულტეტის დეკანი; 2009-2010წწ. თსსა (აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია) მაგისტრატურის ჯგუფის ("კრეატიული პედაგოგიკა") პედაგოგი და ხელმძღვანელი; 2011 წლიდან საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილე; მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 დისერტაცია, ოპონირება გაუწია 20-მდე დისერტაციას; გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და რუსულ ენებზე. პედაგოგიკის დოქტორი.

 სადისერტაციო თემა - "ხელოვნებისადმი ესთეტიკური დამოკიდებულების აღზრდა საშუალო სასკოლო ასაკში".

Awards and Honors

  • 2016 - საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის რაინდის ორდენი
  • 2014 - საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ბრწყინვალების ორდენი
  • 2013 - ქართული კულტურის დესპანის წოდება
  • 2012 - საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ამაგდარის ორდენი
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია

Bibliography


Share: