შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა ლეშკაშელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალი კინდღა, ოჩამჩირის რაიონი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შენდეგ დაამთავრა აჩიგვარას სასოფლო-სამეურნეო სამექანიზაციო ტექნიკუმი. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. აფხაზეთის კონფლიქტის დროს ჩაირიცხა 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის მე-5 ბატალიონში რიგითად. ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს ტრავმა მიიღო, მიუხედავად ტრავმისა, ელგუჯა ლეშკაშელი სოხუმის დაცემამდე იბრძოდა, დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს სოფელ ტამიშთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.268
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |