შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ღურწკაია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს. 2001-2002წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა კონტროლის სამსახურის, კონტროლისა და აუდიტის სამმართველოში მრჩეველი; 2002-2004წწ. - თბილისის საერთაშორისო იურიდიულ კომპანია შპს "ვეკოს" ადვოკატი; 2004 წელს - საერთაშორისო საადვოკატო სააგენტო შპს "ვეგას" ადვოკატი; 2004-2006წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს წევრის თანაშემწე; 2006-2007წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტი; 2007-2009წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2008-2009წწ. მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში; 2009-2017წწ. მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2017 წლის მაისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |