Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ლოჩოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გულრიფში, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა აფხაზეთის მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოების ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით.
გავლილი ქონდა სავალდებულო სამხედრო სამსახური; მუშაობდა გულრიფშის რაიონის შოთა რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობის მთავარ ეკონომისტად; 1992 წლის 14 აგვისტოს, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის VI ცალკეულ სატანკო ბატალიონში საფინანსო სამსახურის უფროსად; აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1993 წლის 5-6 იანვარს მდინარე გუმისთის მიდამოებში მიმდინარე ბრძოლების დროს; განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთასთან მიმდინარე ბრძოლის დროს, სადაც მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა; ცხედარი გამოსვენებული იქნა ამავე ბატალიონის მებრძოლების მიერ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.281
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |