The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ყანდაშვილი

თეიმურაზ ყანდაშვილი
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ვაჭრობის ეკონომიკის სპეციალობით 1976 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს.

1976-1984წწ. მუშაობდა კომკავშირულ, საბჭოთა და პარტიულ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1984-1988წწ. სსრკ "მშენბანკი", საქართველოს რესპუბლიკური კანტორა, სამმართველოს უფროსი; 1988-1995წწ. "მრეწვმშენბანკის"(შემდგომში-"ინდუსტრიაბანკი"), დიდუბის განყოფილება, მმართველის მოადგილე, მმართველი; 1995-1997წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", საკრედიტო ეკონომიკური განყოფილების უფროსი; 1997-2002წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", საკასო ოპერაციების და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტი, დირექტორის მოადგილე-განყოფილების უფროსი; 2002-2006წწ. თსუ, საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ბიზნესისა და ვაჭრობის ეკონომიკის კათედრის დოცენტი, საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ბიზნესისა და ვაჭრობის ეკონომიკის კათედრა, დოცენტი; 2002-2004წწ. სს "საქართველოს ბანკი" სალაროს მეურნეობისა და ფასეულობათა გადაზიდვების დეპარტამენტი, დირექტორი; 2005-2010წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსების, სტატისტიკის და ეკონომეტრიკის კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2006-2010წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, სამსახურის უფროსი; 2011-2019წწ. ივანე ჯავახიშვილის სახ. თსუ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ფინანსები და საბანკო საქმის კათედრა, მიწვეული პედაგოგი; 2011-2013წწ. სტუ, ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტი, მოწვეული სრული პროფესორი; 2013-2021წწ. სტუ, ბიზნესტექნილოგიების ფაკულტეტი, ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, პროფესორი; 2021 წლიდან ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, პროფესორი. მრვალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2011).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: