შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუკრი მამულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სკრა, გორის რაიონი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, ნუკრი მამულაშვილი იღებდა ორსერიიან სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმს "მამულის ვალი". სოხუმში იგი ჭურვის ნამსხვრევით დაიჭრა და 1993 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა. ნუკრი მამულაშვილი წერდა ლექსებს, მოთხრობებს. ადამ ბობღიაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი "ვიწრო ბილიკით მოვალ ბარიდან" გამოქვეყნებულია ლიტერატურულ ჟურნალში "XX საუკუნე" ( თბილისი, 1997. N 8. გვ. 46.); "ნამცეცას სიზმარი" (სცენარი მულტიპლიკაციური ფილმისათვის) გაზეთ "მამულში" (თბილისი, 1993. 18 ივლისი. N 24. გვ.8.). წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.289-290
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |