Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ მანაგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. მუშაობდა ქუთაისის საკონსტრუქტორო ბიუროში ჯერ ხარატის მოწაფედ, შემდეგ ხარატად. 1986 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახური ქ. კუიბიშევში მოიხადა. 1988 წელს დაბრუნდა ქუთაისში. ქუთაისში მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი იყო, შემდეგ კი ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა. 1988 წლიდან იმყოფებოდა სამაჩაბლოში, ინიციატივა გამოიჩინა ბოგდანოვკაში ქართველების ჩასახლების დროს. მუშაობდა მშენებლობაზე რაჭაში, მიწისძვრებით დაზარალებულთა დასახმარებლად, აფხაზეთში, ქართველთა და აფხაზთა შორის მომხდარი ინციდენტის დროსაც, 1989 წლის 16 ივნისს, სოხუმს მიაშურა მოძმეთა დასახმარებლად. 1989 წლიდან მალხაზ მანაგაძე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ოფიცერი იყო. მუშაობდა თბილისის სპეცდაზვერვის სამმართველოში. დაიღუპა სოფელ ტამიშთან 1992 წლის 17 აგვისტოს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.291-292
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |