The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოქროპირ მაცაბერიძე

ოქროპირ მაცაბერიძე
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1971
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1993  (21 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ოდიშის სამსახური, სოხუმის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, გუდაუთის რაიონი.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ოქროპირ მაცაბერიძე ჩარიცხული იყო 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის II ბატალიონის უფროს მსროლელად. 1992 წლის სექტემბრიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 5-6 მარტს შემოტევებისას, მდინარე გუმისთაზე მიმდინარე ბრძოლების დროს. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.295


გააზიარე: