Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ პაპუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპირანტურა (ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით) 1952 წელს. 1960 წლიდან მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განყოფილებაში ჯერ უფროს, შემდეგ წამყვან თანამშრომლად. წლების განმავლობაში იყო ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი. ის არის 98 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 6 მონოგრაფიისა. მისი გამოქვეყნებული წიგნებიდან აღსანიშნავია: "ჰერეთის ისტორიის საკითხები" (1970), "ჭარ-ბელაქანი" (1972), "რანთა და კახთა სამეფო VIII-XI სს." (1982), "საინგილოს ისტორიის ნარკვევები" (2008). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭარ-ბელაქანი (კაკ-ელისენი) მე XIX საუკუნის I მესამედში", დაიცვა 1954 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰერეთის ისტორიის საკითხები", დაიცვა 1971 წელს. წყარო: საინგილოს ისტორიის ნარკვევები : საქართველოს აღდგომისა და გამოხსნისათვის ბრძოლა კაკ-ელისენის გამო / თენგიზ პაპუაშვილი. - თბ.,2008.-გვ.306 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |