The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან მეგრელიშვილი

ამირან მეგრელიშვილი
Date of birth:October, 1952
Date of death:30 September, 1993  (at 40 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შორაპანი, ზესტაფონის რაიონი.

ცხოვრობდა და მუშაობდა გულრიფშის რაიონის დაბა დრანდაში, მუშაობდა დრანდის ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მოხალისედ ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის  სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონში. ზემდეგი ამირან მეგრელიშვილი მონაწილეობდა მდინარე კოდორის ხიდის მიმართულებით განხორციელებულ საომარ მოქმედებებში. დაიღუპა ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, 1993 წლის 30 სექტემბერს. დაკრძალული იყო სოფელ აჩადარას ტერიტორიაზე, სოხუმის რაიონში. 2025 წლის მარტში ამირან მეგრელიშვილის ნეშტი სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით გადმოსვენებულ იქნა თბილისში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.303; საქართველოს პირველი არხი: 1tv.ge 


Share: