The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლინ კოფინი

ლინ კოფინი
Date of birth:12 November, 1943  (81 years)
Category:Playwright, Translator, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ნიუ-იორკი.

სწავლობდა მიჩიგანისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.

წერს ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს. მას მთარგმნელობის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს. 2013 წელს აშშ-ში გამოვიდა ქართული პოეზიის მისეული თარგმანების ორენოვანი კრებული – "Georgian Poerty: Rustaveli to Galaktion", რომელშიც შესულია რუსთაველის, ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, გ. ტაბიძის და სხვათა ლექსები. ნათარგმნი აქვს თანამედროვე ქართველი მწერლების – დ. ბარბაქაძის, გ. კეკელიძის, გ. ალხაზიშვილის, ზ. აბზიანიძის ნაწარმოებები. შოთა რუსთაველის პოემის, "ვეფხისტყაოსნის" მისეული თარგმანი ინგლისურ ენაზე პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით (2016 წელს მიენიჭა ლიტ. პრემია "საბა"). 2012 წელს თბილისში გამოიცა გ. ჯოხაძის მიერ თარგმნილი მისი ლექსები. ამერიკელი მწერალი, ხელოვნების მაგისტრი. ხელოვნებისა და კულტურის მსოფლიო აკადემიის (UNICEF) საპატიო დოქტორი. ლინ კოფინი ვაშინგტონის პოეტთა ასოციაციის, PoetsWest-ის, სიეტლის დრამატურგთა სტუდიის და დრამატურგთა გილდიის წევრია.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.192; სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი "ამ­ბე­ბი.ge"ambebi.ge

Awards and Honors

  • 2016 - ლიტერატურული პრემია "საბა"

Share: