The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ ჩაფიძე

ანზორ ჩაფიძე
Date of birth:1934  (91 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958 წლიდან მუშაობა დაიწყო საკავშირო გაერთიანება ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოში ინჟინერ-ტაქსატორის თანამდებობაზე; 1960-1970წწ. იყო ექსპედიციის უფროსი. მან შემოქმედებითად იმუშავა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, შორეული აღმოსავლეთის ჩიტის და ირკუტსკის ოლქებში, ჩრდილო რუსეთის ტაიგაში. 1970 წელს გადაიყვანეს საქართველოს მთავრობის აპარატში გარემოს დაცვის დარგში სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობაზე, რომელსაც უძღვებოდა რამდენიმე ათეულ წელს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული ნაშრომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. 

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.125; ანზორ ჩაფიძე - 80 : მილოცვები // სატყეო მოამბე = Bulleten of Forestry = Лесной Вестник : საერთაშორისო რეფერირებული სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი. - თბილისი, 2014. - ნოემბერი. - N8. - გვ.89-90

Member of Organizations

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მეტყევე

Share: