The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე მოდებაძე

კონსტანტინე მოდებაძე
დაბადების თარიღი:1972
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 1993  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

სკოლის დამთავრებისთანავე, 1989 წლიდან სწავლა განაგრძო ჭიათურის №129 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. 1990 წელს დაამთავრა აღნიშნული სასწავლებელი და მიიღო ელმავლის მემანქანის მესამე თანრიგის კვალიფიკაცია. მუშაობდა ქ. ჭიათურის კომუნალური მომსახურების კომბინატში. გაიწვიეს ეროვნულ გვარდიაში, იბრძოდა აფხაზეთში.  დაიღუპა 1993 წლის 12 ივლისს სოფელ ტამიშთან ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.318-319


გააზიარე: