The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფირუზ მოსიძე

ფირუზ მოსიძე
დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1951
გარდაცვ. თარიღი:4 ივლისი, 1993  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

1970-1972 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური ქ. ვოლგოგრადში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში, მიღებული აქვს მრავალი მადლობა და სიგელი, დაჯილდოებული იყო პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით, იყო პირველი თანრიგის სპორტსმენი. 1974-1980 წლებში სწავლობდა კრასნოდარის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის აგვისტოში, ჩაირიცხა 23-ე მექანიზებული ბრიგადის გულრიფშის 6-ე სატანკო ბატალიონში. დაიღუპა 1993 წლის 4 ივლისს გუმისთასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.323

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: