The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა ჩოგოვაძე

ანა ჩოგოვაძე
Date of birth:6 May, 1976  (48 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2005-2015წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში; 2016 წლიდან იყო აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

1999-2001წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2001 წელს - ქუთაისის მერიაში იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2001-2002წწ. - ქუთაისის მერის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვისა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დარგში; 2002-2004წწ. - ქუთაისის მერის მუდმივი წარმომადგენლი საკრებულოში; 2005-2007წწ. - შპს "ქუთაისის ბავშვთა №1 პოლიკლინიკაში"; შპს "ფარმაში"; შპს "ქუთაისის სისხლის ბანკში", სს "საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიაში" იურისტი; 2005-2007წწ. - სსიპ "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" ლექტორი; 2007-2012წწ. - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2008 წლიდან ახორციელებდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას; 2012 წლის 11 ივნისიდან - ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოში; 2011-2014წწ. - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის ლექტორი; 2014 წლის ივნისიდან მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში; 2015 წლის აგვისტოდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: