The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად აბაშიძე

ზვიად აბაშიძე
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1976  (49 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი პოლიტოლოგიის სპეციალობით 1993 წელს. 1999-2001 წლებში სწავლობდა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში პოლიტოლოგიის სპეციალობით. 2002 წელს მოიპოვა მანჩესტერის უნივერსიტეტის მაგისტრი ხარისხი (Master of Arts) პოლიტიკურ მეცნიერებაში.

არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით.

მისი ძირითადი აკადემიური და კვლევითი ინტერესების სფეროა: ნაციონალიზმი და ეთნიკური უმცირესობები, შედარებითი პოლიტიკა, თანამედროვეობის პოლიტიკური თეორიები, დემოკრატია და პოლიტიკური სისტემები ცენტრალურ და აღმოსავლეთ-ცენრალურ ევროპაში. არის მთავარი რედაქტორი საერთაშორისო რეზენცირებული ჟურნალისა European Journal of Transformation Studies. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პოლიტიკურ მეცნიერებაში  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე: "ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხი საქართველოში" 2011 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: