The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზიგურდ მურუსიძე

ზიგურდ მურუსიძე
სხვა სახელი:ზიგურდი მურუსიძე
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1950
გარდაცვ. თარიღი:1993  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიღმის ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზნაკვა, ამბროლაურის რაიონი.

ზიგურდ მურუსიძე იყო 23-ე ბრიგადის სოხუმის საკომენდანტო ასეულის სერჟანტი, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ტყვედ ჩავარდა, დახვრიტეს სოხუმის კურჩენკოს სახელობის პარკში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირი, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების 6 მონაწილის ცხედარი 28 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა (ზიგურდი მურუსიძე, ლევან ფუხაშვილი, თამაზ ტატდაევი (ჩოხელი), ჯენერი კირთაძე, მიზდონ გაზდელიანი, ლევან მემანიშვილი). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.325


გააზიარე: