The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ მჭედლიშვილი

ჯუმბერ მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1966
გარდაცვ. თარიღი:24 სექტემბერი, 1993  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, მომპირკეთებელ-მეფილეს კვალიფიკაციით.

მოიხდილი ქონდა სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჯუმბერ მჭედლიშვილი მსახურობდა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ასეულში 1922 წლის 1 მარტიდან ოფიცრის თანამდებობაზე, ხოლო 1993 წლის ივნისიდან იყო ამავე ასეულის მეთაურის მოადგილე. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, ბრძოლის ხანგრძლივობის სრულ პერიოდში. დაიღუპა 1993 წლის 24 სექტემბერს აფხაზეთში, ახალდაბასთან საბრძოლო მოქმედებების დროს. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისთვის ჯუმბერ მჭედლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულებით, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.  

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.329

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: