The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლუკიანე

ლუკიანე
Date of birth:5??
Date of death:5??
Category:Religious leader

Biography

ლუკიანე, VI ს. I ნახევრისა და შუა წლების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, დავით გარეჯელის უახლოესი მოწაფეთაგანი. იგი დავითთან ერთად დასახლდა გარეჯის უდაბნოს ერთ-ერთი კლდის ნაპრალში. ბერები მინდვრის ნაყოფითა და ირმის რძით საზრდოობდნენ. ლუკიანეს მიერ ირმის მოწველის ეპიზოდი ფართოდ აისახა ქართულ იკონოგრაფიაში. მან დავით გარეჯელის მოთხოვნით დააარსა გარეჯის მრავალმთის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი. დაკრძალულია გარეჯში, მის შესახებ ცნობები დაცულია "დავით გარეჯელის ცხოვრების" რედაქციებში.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.444


Share: