შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ლურსმანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტბა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მყარი სხეულის ფიზიკის სპეციალობით 1954 წელს. მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1969 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ძებნა-ძიების გეოფიზიკის მეთოდების კათედრაზე (დოცენტი, პროფესორი). მონაწილეობდა სომხეთში სპიტაკის რაიონში მომხდარი მიწისძვრის პრობლემების კვლევაში (1988). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა უმეტესობა შეეხება კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში მიწისძვრების პროგნოზირებას, სეისმური ტალღების მოდელირებას, გეომაგნიტური ქარიშხლების განმეორებადობას. გეოფიზიკოსი, დოქტორი (1998), პროფესორი (1999). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.445 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |