Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუიჯი მაგაროტო![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პადუა, იტალია. დაამთავრა ვენეციის უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი (ძირითადი ენა რუსული) 1970 წელს. 1976 წელს პირველად ჩამოვიდა საქართველოში და ქართული ენის შესწავლას მიჰყო ხელი (მანამდე, მოსკოვში ყოფნისას, პასტერნაკისეული თარგმანებით გაეცნო ქართველ პოეტთა შემოქმედებას). თარგმნა გ. ტაბიძის 19 ლექსი და გამოაქვეყნა ვენეციის უნივწესიტეტის ენისა და ლიტერატურის წელიწდეულში (1978, ტ. XVII, განაკვეთი 3, ორიენტალისტური სერია). 1985 წელს თბილისში გამოვიდა გ. ტაბიძის ლექსების კრებული ქართულ და იტალიურ ენებზე მაგაროტოსეული თარგმანებითა და წინასიტყვაობით. მას აქვს ნაშრომები ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ცისფერყანწელების, ნ. ფიროსმანის, ლ. გუდიაშვილის შემოქმედებაზე, ქართული სუფრის ტრადიციაზე და სხვ. მან იტალიურად თარგმნა ილიას "სარჩობელაზედ" (1987), ვაჟას "ალუდა ქეთელაური", "სტუმარ-მასპინძელი", "გველისმჭამელი", პ. იაშვილისა და ს. ჩიქოვანის ლექსები. მას ეკუთვნის ნაშრომები სლავისტიკასა და ქართველოლოგიაში. 1987 წელს ვენეციის უნივერსიტეტში დააარსა ქართველოლოგიის კათედრა, სადაც ქართული ენა ისწავლება დამოუკიდებელ საგნად; ქართველოლოგიურ ცენტრში გამოდის ჟურნალ "გეორგიკის" იტალიური სერია. მთარგმნელობით სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის 1999 წელს მიენიჭა ინგლისის ქართველოლოგიური ცენტრის მ. უორდროპის სახელობის პრემია. აქტიურად თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი, ხშირად მონაწილეობს ქართველოლოგიის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. ქართულ ჟურნალ–გაზეთებში სისტემატურად იბეჭდება ლუიჯი მაგაროტოს წერილები საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის შესახებ. ასევე გამოხმაურებები მის ნაშრომებზე და ინტერვიუები მასთან. იტალიელი ქართველოლოგი, ვენეციის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2014). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.449; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი: rustaveli.org.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |