The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ნოზაძე

გიორგი ნოზაძე
Date of birth:12 May, 1971
Date of death:8 July, 1993  (at 22 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის  №71 საშუალო პროფესიული სასწავლებელი მხატვრული ავეჯის დურგლის სპეციალობით.

1990 წელს მუშაობა დაიწყო საწარმოო გაერთიანება "განთიადში". 1991 წლის 14 ივლისს გაიწვიეს საქართველოს ეროვნული გვარდიის რიგებში, ქუთაისის გარნიზონის მე-8 ბატალიონის მე-9 ასეულის პირველ ოცეულში. იბრძოდა სამაჩაბლოში სოფელ ნიქოზში. აფხაზეთის კონფლიქტის პირველივე დღიდანვე მონაწილეობდა სოხუმში, ოჩამჩირის რაიონის სოფლებში (ბესლახუბა, მერკულა, ლაბრა) გამართულ ბრძოლებში. 1993 წლის 13 თებერვლიდან მსახურობდა დასავლეთ საქართველოს სამხედრო პოლიციის სამმართველოში, ზემდეგის წოდებით, სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმის სამხედრო პოლიციელად. იბრძოდა 1993 წლის 2 ივლისს დესანტის გადმოსხმის დროს სოფელ ტამიშში. დაიღუპა ფრონტის წინა ხაზზე სოფელ შრომასთან. 14 აგვისტოს მოხერხდა მისი გადმოსვენება, დაკრძალულია ძმათა სასაფლაოზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.335


Share: