შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ლელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1972 წელს. მუშაობა დაიწყო ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში (დღეს ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი), ეთნოგრაფიის განყოფილებაში. 2004 წელს იგი თბილისის ფერიცვალების დედათ მონასტერში ეკურთხა მონოზვნად და ეწოდა სახელი ანასტასია. 2011წ. 25 დეკემბერს იგი ამავე მონასტერში აღესრულა. მონაზონი ანასტასია (მანანა) ლელაშვილი ინსტიტუტში მისვლისთნავე შეუდგა საველე ეთნოგრაფიულ და სამეცნიერო საქმიანობას. მან სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროდ აირჩია ქართული მებოსტნეობა-მემინდვრეობის ისტორია. ამ საკითხს მან რამდენიმე სტატია მიუძღვნა: დედოფლის დელიკატესი, სოფლის ცხოვრება, 1988, 29 დეკემბერი. ნაშრომი ეხება წიწაკის ქართულ წარმოშობას; საბოსტნე მცენარეულის ისტორიიდან, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 1987, ტ.127, N1 (რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე); ბოსტნეულ კულტურათა კლასიფიკაციისთვის, კრ. მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის მიძღვნილი აკადემიკოს გ. ჩიტაიას 100 წლისთავისადმი, XXIV, 2001; მებოსტნეობის კულტურულ-ისტორიული ტრადიციები საქართველოში, კრ. "ოჩხარი", 2002 (რეზიუმე ინგლისურ ენაზე) და სხვა. მონოზანი ანასტასია (მანანა) ლელაშვილი აღკვეციდან გარდაცვალებამდე თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში სასულიერო სემინარიის აბიტურიენტებს საქართველოს ისტორიას ასწავლიდა. წყარო: ნინო ღამბაშიძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |