The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხათუნა ჯინორია

ხათუნა ჯინორია
Date of birth:8 November, 1984  (40 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2006 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2006-2008წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრააზე; 2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2008 წელს გაიარა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლის თანაშემწის პრეტენდენტთა კურსები; 2013 წლიდან იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; 2016–2017წწ. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2006-2007წწ. გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში; 2007-2008წწ. - საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსის თანაშემწე; 2008-2015წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2015-2016წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2016-2018წწ. - სს "სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი - არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" სალიკვიდაციო კომისიის წევრი; 2016-2018წწ. - შპს "არქიმედეს კლინიკაში" იურისტი; 2018 წლის იანვრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Bibliography


Share: