Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ქოიავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1956 წელს; ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მრეწველობის ეკონომისტის სპეციალობით 1967 წელს. 1957-1969წწ. ტრესტ "საქნახშირმადანძიების" სისტემაში გაიარა გზა რიგითი გეოლოგის თანამდებობიდან სხვადასხვა გეოლოგიური პარტიების უფროსობამდე, ხოლო 1969-1972წწ. გახლდათ გეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; 1972-1974წწ. მივლინებული იყო ალჟირის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ნაციონალურ დეპარტამენტ "სონარემ"-ში კონსულტანტად ეკონომიკის საკითხებში; 1974-1976წწ. მუშაობდა "საქგეოლოგია"-ში გეოლოგიური კონტროლის განყოფილების უფროსად; 1976-1987წწ. ის საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის განყოფილებაში, კურირებდა საქართველოს სამთო-გეოლოგიურ და სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსებს; 1987-1988წწ. იყო ნავთობპროდუქტების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე; 1988-1991წწ. სათბობის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე; 1991-1995წწ. საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელწმიფო ფონდის თავჯდომარის მოადგილე, ხოლო 1995 წლიდან ის "საქგაზის" თავჯდომარის მოადგილეა, რომლის გაუქმების შემდგომ მუშაობას აგრძელებს სახელმწიფო კომპანია "საქტრანსგაზმრეწვში", საიდანაც 2002 წელს 70 წლის ასაკში გადის პენსიაზე; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული 1991-1993 წლებში სამოქალაქო ომის დროს დაზარალებულ თბილისელთა მხარდაჭერასა და რუსთაველის პროსპექტის აღდგენა-აღორძინებაში.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |