The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტიტე აროშიძე

ტიტე აროშიძე
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბაკალავრის აკადემიური ხარისხით 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა საინჟინრო მენეჯმენტის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი 2002 წელს; 2022 წელს მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი, სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობა - ევროპულ ბაზარზე გასვლის სტრატეგია".

2011–2015წწ. იყო ქ. ბათუმის მერიის საფინანსო - ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე; 2015–2018წწ. ა(ა)იპ "დემოკრატიის ინსტიტუტი - "პროექტის "დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში" - კოორდინატორი (ევროკავშირის პროექტი); 2018–2020წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი; 2020–2024წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2024 – 2025/01 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 20025 წლის 21 იანვარს არჩეულ იქნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად; მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები.

წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი, გამგეობის თავმჯდომარე (2005-2008)
  • საქართველოს საარჩევნო კოლეგია, კოლეგიის წევრი (2024-2025)

გააზიარე: