The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ოსაძე

თემურ ოსაძე
სხვა სახელი:თეიმურაზ ოსაძე
დაბადების თარიღი:1954
გარდაცვ. თარიღი:14 ნოემბერი, 1992  (38 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

თემურ ოსაძე 1992 წლის აგვისტოდან ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული  გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონის  შემადგენლობაში ოცეულის მეთაურად, შემდეგ გადავიდა საქართველოს  რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მონაწილეობდა ტამიშისა და მერკულას საბრძოლო ოპერაციებში. დაიღუპა 1992  წლის 16  ნოემბერს  ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ოხურეიში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.347


გააზიარე: