Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ხუსკივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2012 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2015 წელს; 2011-2012წწ. იყო სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში; 2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2013 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2013-2014წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სპეციალისტი; 2014-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2016-2019წწ. - მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2022 წლის ნოემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |