The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამია ფხაკაძე

მამია ფხაკაძე
Date of birth:15 August, 1976  (48 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1998 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 1996-2002წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა გამოცდა; 2007 წლის მაისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2000-2002წწ. - სასჯელთა აღსრულებისას კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურაში გამომძიებელი; 2002-2003წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოკვლევის განყოფილების უფროსი; 2003 წელს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს გამომძიებელი; 2003-2004წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი; 2004 წელს - შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი; 2004-2005წწ. - მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე; 2005-2007წწ. - მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 2007 წელს - ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში; 2007 წლის სექტემბრიდან დაეკისრა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2007-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, კერძოდ: 2007-2009წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 2008-2012წწ. - საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი; 2009-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 2010-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2012 წლიდან - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2017 წლის ივნისიდან - რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ახალი 5 წლიანი ვადით; 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2021 წლის აპრილიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2022 ივლისიდან დანიშნულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ახალი 5 წლიანი ვადით. იუსტიციის მრჩეველი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2008-2012)

Awards and Honors

  • 2007 - ღირსების მედალი

Share: