The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გონერ პავლიაშვილი

გონერ პავლიაშვილი
Date of birth:4 August, 1966
Date of death:23 September, 1993  (at 27 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოძისი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი სამედიცინო აპარატურის მოწყობილობებისა და ექსპლუატაციის სპეციალობით.

სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა  პოლონეთში. საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე ჩაება და იცავდა სამშობლოს თავისუფლებას სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, შემდეგ ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს საგანგებო დანიშნულების ბატალიონში. 1992 წლიდან სამაჩაბლოში იმყოფებოდა სამშვიდობო ბატალიონში. სოფელ ვანათში მან და მისმა მეგობარმა თანამებრძოლებმა სოფლის ეკლესია აღადგინეს. 1992 წლის ოქტომბერში იბრძოდა ქ. გაგრაში, რომლის დაცემის შემდეგ, 47 დღის განმავლობაში, ტყვეობაში იმყოფებოდა. 1993 წლის თებერვლიდან გონერ პავლიაშვილი ჩაირიცხა ბატალიონ "გორდაში" ოცმეთაურად. 1993 წლის სექტემბერში იგი სოხუმის დამცველთა რიგებში იყო. დაიღუპა 23 სექტემბერს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.350

Awards and Honors

  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის" (სიცოცხლეში)
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: