The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე მენაბდე-ჯობაძე

ელენე მენაბდე-ჯობაძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნის კვალიფიკაციით 1983 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის კვალიფიკაციით 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა 1987 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2009 წელს.

1988 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1988-2006წწ. პოლიტეკონომიის კათედრა, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 2006-2017წწ. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; ორმოცდაცხრა სამეცნიერო ნაშრომის (სტატიის), ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი და ორი მონოგრაფიის ავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული ოცდაცხრა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციაში; არის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისთვის ათზე მეტი სილაბუსის ავტორი. ეკონომიკის დოქტორი (2009). 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: