შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჭყონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნინოშვილი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1950 წელს. 1950 წლიდან მუშაობდა საქართველოს აეროფოტო ტყეთმოწყობის საწარმოში ტაქსატორის თანაშემწედ; 1951-1960წწ. ინჟინერ-ტაქსატორად; 1961-1971წწ. ტყეთმოწყობის პარტიის უფროსად; შედგენილი აქვს "სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და ტყეთმოწყობის გეგმის პროექტები" ასპინძის, თიანეთის, ახმეტის, თელავის, გულრიფშის, მესტიის, ცაგერის, თეთრიწყაროს, ოზურგეთის, ბორჯომის სატყეო მეურნეობაში; 1971-1973წწ. მუშაობდა საქართველოს ტყეთმოწყობის ექსპედიციის უფროსად; 1973-1974წწ. სატყეო მეურნეობის და ტყის რესურსების გამოყენების გენერალური გეგმის შედგენის პარტიის უფროსად; 1974-1980წწ. იყო ხაშურის მეურნეობის დირექტორი; 1980-1986წწ. თიანეთის მეურნეობის დირექტორი; 1986-1990წწ. ლანჩხუთის სატყეო მეურნეობების დირექტორი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.131
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |