The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მადონა მაისურაძე

მადონა მაისურაძე
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა თიანეთი.

დაამთავრა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2004 წელს; 2010-2011წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2005-2006წწ. - შსს აკადემიაში სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრაზე მასწავლებელი; 2006-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში სხდომის მდივანი; 2007-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში თანაშემწე. 2012 წლის იანვრიდან - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: