Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ მებუკე![]()
Biographyდაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი საშ. სკოლის ინგლისური და ესპანური ენების მასწავლებლის კვალიფიკაციით 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1986 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2006 წელს. 1981 წელს მუშაობდა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტ "მიონში" ტექნიკური ლიტერატურის თარჯიმნად; 1981-1983წწ. უცხო ენების ინსტიტუტის ინგლისური ენის მასწავლებელად; 1985-1986წწ. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი "ВНИИТМЭ"-ს უფროს ლაბორანტად; 1986-1990წწ. პეტრე სტუჩკის სახელობის რიგის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ლატვია), ინგლისური ენის პედაგოგად და ამავე ქალაქის მე-40 საშუალო ინგლისური ენის სპეციალიზირებულ სკოლაში, სასწავლო ნაწილის უფროსად; 1990-2016წწ. თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის "ჰიპოკრატეს" ინგლისური ენის მასწავლებელად, ასისტენტ პროფესორად, მიმართულების ხელმძღვანელად; 1991 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის მასწავლებელი, დოცენტი, ასისტენტ პროფესორი, პროფესორი; 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |