The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ბარდაველიძე

ნუგზარ ბარდაველიძე
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაამთავრა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი  კინორეჟისორის კვალიფიკაციით 1982 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით, ისტორიკოსის კვალიფიკაციით 1985 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2011 წელს.

1983-1985წწ. 133-ე საშუალო სკოლა, სახვითი ხელოვნების მასწავლებელი; 1988-1992წწ. კინემატოგრაფისტთა კავშირის თბილისის კინო სახლი, დირექტორ-ადმინისტრატორი; 1992-1995წწ. რეკრეაციისა და ბიზნესის აკადემია, პრორექტორი; 1995-2001წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მთავარი აღმზრდელობითი სამმართველო, კულტურის სამსახურის უფროსი; 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2024 წლიდან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და რელიგიის კვლევების ჟურნალი "დიალოგი" სარედაქციო საბჭოს წევრი; 2005 წლიდან ჟურნალი "საბა" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2009 წლიდან სამეცნიერო კრებული "რელიგიათმცოდნეობითი ძიებანი" რედაქტორი; 2024 წლიდან სამეცნიერო კრებული "ევროპისმცოდნება", რედაქტორი. 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: