შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაშა კუტუბიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და საზოგადოებრივმცოდნეობის ფაკულტეტი 1973 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1978 წელს; თბილისის ი. ჭაჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედ. ინსტიტუტი გერმანული ენის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1990 წელს; თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით 1995 წელს. 1973-1975წწ. ქ. თბილისი ეკონომიკური და სოციალური განყოფილება, უფროსი ლაბორანტი; 1978-1987წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ფილოსოფიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1987-1992წწ. თბილისის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ფილოსოფიის კათედრის დოცენტი; 1992-2004წწ. საქართველოს კონტროლის პალატა, ჯანმრთელობის დაცვის, სოც. უზრუნველყოფის, სპორტის და ტურიზმის განყოფილების გამგე, სამმართველოს უფროსი, დარგობრივი დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი, სარევიზიო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მე-5 დეპარტამენტის უფროსი; 2004-2006წწ. სულხან-საბა ორბელიანის თბილისის სახელმწიფო პედ. უნივერსიტეტი, ფილოსოფიის კათედრის გამგე; 2009-2011წწ. სავლე წერეთლის სახელობის საქართველოს ფილოსოფიის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკადემიური საბჭო, სწავლული მდივანი; 2023 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი. ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |