The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიანა გოგატიშვილი

დიანა გოგატიშვილი
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1975  (49 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

1999-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2006-2008წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2008-2011წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში; 2011 წელს იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2017 წლის მაისიდან - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: